მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარადაბანში თბოელექტროსადგური 2-ენერგოდამოუკიდებლობა

BM.GE
17.01.20 14:48
608
GALT&TAGGART-მა 2019 წლის 11 თვე შეაჯამა. რიცხვები აჩვენებს, რომ ამ პერიოდში ელექტროენერგიის სავაჭრო დეფიციტი თითქმის 30%-ით გაიზარდა და 58 მილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. ელექტროენერგიის მოხმარება წინა წლებთან და პროგნოზირებულთან შედარებით ბევრად დაბალი ტემპით, წლიურად 1.6%- ით გაიზრდა. ამასთან, არასახარბიელო კლიმატური პირობების გამო, მნიშვნელოვნად შემცირდა ჰიდროგენერაცია- 9.2%-ით წლიურად, რამაც გაზარდა მოთხოვნა ელექტროენერგიის იმპორტსა და იმპორტირებულ რესურსზე მომუშავე თბოგენერაციაზე. ამ უკანასკნელზე მოთხოვნა წლიურ ჭრილში +29.4%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 11 თვეში ელექტროენერგიის იმპორტის 36% რუსეთიდან განხორციელდა.


სტუმარი: მარიამ ჩახვაშვილი - Galt&Taggart; უფროსი ანალიტიკოსი