მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#IMF: "სახელმწიფო საწარმოების ფინანსური შედეგები ბოლო ორ წელში მკვეთრად გაუარესებულია"

BM.GE
24.07.20 18:36
1006
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს სახელმწიფო საწარმოების შესახებ მიმოხილვას აქვეყნებს. დოკუმენტში ხაზგასმულია ფაქტი, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილი შპს-ების ფინანსური შედეგები მკვეთრად არის გაუარესებული - ეს კი თავის მხრივ საქართველოს საჯარო ფინანსების მდგრადობას მზარდ რისკებს უქმნის. ნათქვამია ისიც, რომ სინამდვილეში სახელმწიფო საწარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი არ საქმიანობს, როგორც დამოუკიდებელი კომპანია და მათ რეგულარულად უწევთ მთავრობის მიერ განსაზღვრული დავალებების შესრულება. ნათქვამია ისიც, რომ თავად სახელმწიფო საწარმოები მომდევნო წლებში საკუთარი ფინანსური შედეგების გაუმჯობესებას პროგნოზირებენ, თუმცა თავად IMF-ი ამ პროგნოზს ზედმეტად ოპტიმისტურს უწოდებს.