მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#IMF: საერთაშორისო ინვესტორები საქართველოს მისო-ების ბაზრით ნაკლებად ინტერესდებიან

BM.GE
04.09.20 18:14
880
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დღეს საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორის შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა. ანგარიშში საუბარია იმ სისტემურ გამოწვევებზე, რომლებიც მიკროსაფინანსო სექტორის წინაშეა. სამი მთავარი აქცენტი, რასაც აიემეფი თავის ანგარიშში სვამს.

პირველი ციტატა - “მიკროსაფინანსო სექტორის დეტალური ანალიზი აჩვენებს, რომ ორგანიზაციები, რომლებიც ამჟამად მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სტატუსს ატარებენ, უფრო მეტად საფინანსო კომპანიებად შეიძლება შეფასდნენ”.

მეორე - “საერთაშორისო ინვესტორები ქართულ მიკროსაფინანსო სექტორში ნაკლებად არიან ჩართული, ისინი უფრო მეტად სამხრეთ აზიის ბაზრით ინტერესდებიან, რადგან იქ უფრო მაღალი ამონაგების მიღების შესაძლებლობას ხედავენ.”

და მესამე - როგორც აიემეფი ამბობს, მისო-ებმა ფონდ მიაწოდეს ინფორმაცია, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ საპროცენტო განაკვეთებზე დაწესებული 50%-იანი ჭერის პირობებში მათ უჭირთ მომგებიანობის მაჩვენებლის შენარჩუნება.

სტუმარი: არჩილ ბაკურაძე - "კრისტალი", გამგეობის თავმჯდომარე