13.ივლისი .2022 17:22

ჯანდაცვის ბარომეტრი - რა ხარვეზებია ჯანდაცვის სექტორში?

456
უკან

საერთაშორისო ფონდმა კურაციომ გუშინ საზოგადოებას ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მეთხუთმეტე ტალღის შედეგები წარუდგინა. 

ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი ტრადიციულად, ცდილობს შეაფასოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე მოვლენები და მათი სავარაუდო გავლენები მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხზე, სამედიცინო განათლებასა და ჯანდაცვის დაფინანსების პოლიტიკაზე. 

პრეზენტაციაზე აქცენტი ძირითადად თამამი გადაწყვეტილებების მიღებისა და ამ ახალი – მეთხუთმეტე ტალღით გამოკვეთილი ძველი პრობლემების გადაჭრის აუცილებლობაზე გაკეთდა. კიდევ ერთი აქცენტი, რასაც ფორბს ჰელსი მუდმივად უსვამს ხაზს – არჩეული გადაწყვეტილებების ბოლომდე მიყვანა და ჯანდაცვის სფეროს რადიკალური რყევებისგან დაცვაა. 

სტუმრები: გიორგი გოცაძე - საერთაშორისო ფონდი "კურაციოს" ხელმძღვანელი;
სოფო ლებანიძე - "პსპ დაზღვევის" გენერალური დირექტორი;
ეკა ქავთარაძე - "ევექსი ჰოსპიტლების" დირექტორის მოადგილე სტრატეგიული მიმართულებით;
ლევან კალანდაძე - "კონკურენციის სააგენტოს" ხელმძღვანელის მოადგილე.