მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარტოფილის ფასი იზრდება - რა არის მიზეზები?

BM.GE
28.11.22 11:19
450
სამცხე-ჯავახეთს - კარტოფილის მთავარ მწარმოებელ რეგიონს, ამ სეზონზე ცუდი მოსავალი ჰქონდა, რამაც პროდუქციაზე ფასების ზრდა გამოიწვია. ფასის ზრდასთან ერთად წელს ქვეყანას იმპორტზე გადასვლა მოუწევს. EastFruit-ის ფასების მონიტორინგის მიხედვით, რომელიც მოიცავს ფასებს როგორც მოვაჭრეების, ისე ფერმერებისგან, არის 1,80 ლარი კილოგრამზე. ეს კი წინა კვირებთან შედარებით 6%-ით მეტია. 

ოქტომბრის ოფიციალური ვაჭრობის მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველომ 530 ტონა კარტოფილი შემოიტანა. ძირითადი მომწოდებლები არიან ყირგიზეთი, ყაზახეთი და სომხეთი. ოქტომბერში იმპორტის მოცულობა სამცხე-ჯავახეთის მოსავლის 1%-ზე ნაკლებია.ადგილობრივი დაინტერესებული მხარეები აღნიშნავენ, რომ მაღალმა ფასებმა შესაძლებელი გახადა იმპორტი, მაგრამ იმპორტმა ჯერ ვერ შეძლო ფასების დარეგულირება და მითუმეტეს - შემცირება. 

სტუმარი: რუსუდან მდივანი - გენეტიკური რესურსების ევროპის კოოპერირების პროგრამის წარმომადგენელი საქართველოში, კარტოფილის სამუშაო ჯგუფი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები