12.ივნისი .2020 18:26

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია VIVUS-ი იხურება - რატომ ტოვებენ მისოები ბაზარს?

373
უკან

ონლაინ-სესხების გამცემი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია VIVUS-ი იხურება, ამის შესახებ საკანონმდებლო მაცნეზე კომპანიის ლიკვიდაციის პროცესის შესახებ გამოქვეყნებული ჩანაწერიდან ხდება ცნობილი.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდება სარეგისტრაციო ჩანაწერი, რომლითაც, VIVUS-ს, ანუ "4 Finance" მიკროსაფინანსოს სტატუსი მიენიჭა.

ლატვიაში რეგისტრირებული ჯგუფი 4 Finance -ი საქართველოს ბაზარზე 2013 წელს შემოვიდა და მალევე ონალინ-სესხების ბაზარზე ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია დაიკავა. კომპანია თავდაპირველად, სხვა ონლაინ-სესხების პროვაიდერების მსგავსად შპს-ს სტატუსით საქმიანობდა, 2016 წლის 29 დეკემბერს კი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსი მიიღო.

ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2016 წელს ვივუსის შემოსავალი თითქმის 82 მილიონი ლარი, ხოლო წმინდა მოგება თითქმის 41 მილიონი ლარი იყო. 2017 წელს კომპანიის შემოსავალი დაახლოებით 31 მილიონ ლარამდე შემცირდა, ხოლო წმინდა მოგება კი დაახლოებით 5 მილიონი ლარის ზარალით შეიცვალა. კომპანიას ზარალი ჰქონდა 2018 წელსაც და ის დაახლოებით 20 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო მისი შემოსავალი 29 მილიონი ლარი იყო. ზარალიანი იყო 2019 წელიც, როდესაც ვივუსის შემოსავალმა დაახლოებით 4 მილიონი ლარი, ხოლო წმინდა ზარალმა 6 მილიონი ლარი შეადგინა.

დღეს საქართველოს ბაზარზე 42 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქმიანობს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში 20 მისოს ლიკვიდაცია დაწყო.

რას უკავშირდება ბაზარზე ცვლილებები და რა არის ახალი ამ ტრენდთან მიმართებით?