მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოქალაქეებს სესხზე ხელმისაწვდომობა ეზრდება

BM.GE
20.12.19 14:23
865
კვირის მთავარი სიახლე ჩვენს სფეროში. საქართველოს ეროვნული ბანკი ფიზიკური პირების დაკრედიტების წესებს შეცვლის, რის შედეგადაც კომერციულ ბანკებს მიეცემათ უფრო დიდი სივრცე - გასცენ თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში სესხი. საბანკო რეგულაციების შერბილების შესახებ საუბარია საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის გაგზავნილი დოკუმენტის მემორანდუმის მუხლებში, რომელსაც ხელს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აწერენ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სექტორთან რეგულაციების შერბილების თემაზე მუშაობა სამი დღის წინ, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამართულ კონფერენციაზე დაადასტურა.