23.ოქტომბერი .2020 23:38

მსოფლიო ბანკი - ყოველწლიური კონკურსი ბიზნესისთვის

222
უკან

მსოფლიო ბანკის და ევროკავშირის საქართველოში ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან თანამშრომლობით (RSF) ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ასამაღლებლად გაფართოებულ ყოველწლიურ კონკურსს აცხადებს. წელს კონკურსში მონაწილეობის მიღება საჯარო დაინტერესების მქონე ყველა პირისთვის ღია იქნება, რომელთა შორისაა A და B სალისტინგო კატეგორიების ყველა კომპანია, სავაჭროდ დაშვებული ფირმები, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები და ა.შ. შეფასებები კონკურსთან დაკავშირებით ბიემჯისთან ეროვნულმა ბანკმაც გააკეთა . მათი შეფასებით, კომპანიის შესახებ სანდო ინფორმაციის არსებობა მდგრადი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად აუცილებელია.