მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პრეტენზიები აქვთ მობილურ კომპანიებს - ვირტუალური ოპერატორები.

BM.GE
04.06.21 18:28
893
კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის ანგარიში დაფუძნებულია სიცრუეზე და ფაქტების დამახინჯებაზე - ასეთია კომპანია “მაგთიკომის” შეფასება მარეგულირებლის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე, სადაც კახა ბექაურის უწყება 2020 წელს აჯამებს. კომუნიკაციების კომისია წერს, რომ მობილური ოპერატორების ბაზარზე კონკურენცია შეზღუდულია და გვარწმუნებს, რომ ბაზარს ვირტუალური მობილური ოპერატორები სჭირდება. ესენი არიან კომპანიები, რომლებიც იმავე ტიპის სერვისს აწვდიან მოხმარებელს, თუმცა, ამისთვის საკუთარი ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ და სწორედ მაგთიკომის, სილქნეტისა და ბილაინის ქსელი უნდა გამოიყენონ. კომუნიკაციების კომისიამ მობილურ ოპერატორებს საკუთარ ქსელზე დაშვების ვალდებულება დაუწესა, თუმცა, ოპერატორებს შენიშვნები და წინააღმდეგობები აქვთ. რა პრეტენზიები აქვთ მობილურ ოპერატორებს?