მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სტიმულებს სთავაზობს მთავრობა ინვესტორებს უცნობია

BM.GE
24.07.20 18:38
850
მთავრობამ ინვესტიციების მოზიდვის განახლებული სტრატეგია ეკონომიკის ექსპერტებთან განიხილა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს მტავრობის პრეს-სამსახურმა გაავრცელა. ინვესტიციების მოზიდვის განახლებულ სტრატეგიასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა და სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა ისაუბრეს. კითხვა დაისვა იმ მსხვილ უცხოურ კომპანიებთან კომუნიკაციასთან დაკავშირებითაც, რომლებიც, შესაძლოა, საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესდნენ. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს 400-მდე კომპანიასთან, რომლებსაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებსა და იმ დადებით მხარეებს აცნობს, რომელსაც მათ ქვეყნის ეკონომიკა სთავაზობს. მსჯელობა იმ სექტორებსაც შეეხო, რომლებსაც საქართველოში ინვესტირების კუთხით, მეტი უპირატესობა აქვს.