14.მაისი .2021 18:18

რა უქმნის, საქართველოში, ტურისტს დისკომფორტს?

201
უკან

დღეს გამოქვეყნდა საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის ანგარიში და ტურიზმზე ერთი ამონარიდი მინდა წაგიკითხოთ: “სამომავლოდ, არსებობს მოსაზრება, რომ ტურიზმის და, ზოგადად, მომსახურების სფეროს აღდგენასა და განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ახალი ტექნოლოგიები შეასრულებს. მაშინ, როდესაც სოციალური განცალკევება, ჯანმრთელობისა და ჰიგიენის პროტოკოლების თანმიმდევრული შესრულება უახლოეს მომავალში კვლავ აქტუალური იქნება, მომსახურების სფეროში უკონტაქტო მიწოდებამ და ციფრულ ტექნოლოგიებში ინვესტიციების ზრდამ, შესაძლოა, ეკონომიკების აღდგენაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. რა თქმა უნდა, ქვეყნების პრაქტიკები განსხვავებული იქნება. ამასთანავე, ქვეყნებს მოუწევთ ტურიზმის დარგისათვის თვისობრივად განსხვავებული ე.წ. „ახალი სინამდვილე“ ეტაპობრივად განავითარონ. მოიაზრება, რომ დივერსიფიცირება, უფრო მდგრად ტურისტული მოდელებზე გადასვლა და ახალ ტექნოლოგიებში ინვესტირება ეკონომიკის მთლიან აღდგენას კარგ საფუძველს მოუმზადებს”. რამდენად შეიძლება ეს იყოს მომავალი საქართველოსთვის იმ პირობებში, როცა ტურიზმის სექტორი ჯერ უნდა გადარჩეს?


სტუმარი: გურო ალაფიშვილი - გიდი