მთავარი რიცხვები, რაც ამ პანდემიამ ამ დრომდე დაგვიტოვა უმძიმესია - 100,000-ით მეტი სოცდაუცველი, 53,000-ით მეტი უმუშევარი, 16%-ით გაუფასურებული ლარი.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა. ასეთი ვარდნა უკავშირდება საბაზო ეფექტს, რადგან 2020 წლის იანვარში საქართველოში COVID-19-ის კრიზისი ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული, 2021 წლის იანვარში კი, ქვეყანაში "ლოქდაუნი" იყო და "სავალდებულო დასვენების დღეები" იდგა. 2020 წელი რეკორდულ ნიშნულზე 6.1%-იან ვარდნაზე დაიხურა.