მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია წყალტუბო ივანიშვილის დაპირებიდან 2 წლის თავზე ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრი

BM.GE
17.09.21 18:45
513
წყალტუბოს სანატორიუმები იხურება. წლების განმავლობაში იქ მცხოვრები დევნილი ოჯახები საკურორტო ზონას დატოვებენ. მათთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაზე სახელმწიფომ 37 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.

გადავწყვიტე, წყალტუბოში გამოვისყიდო ყველა - 22 სასტუმრო და 9 აბანო, - ეს განცხადება 2019 წელს, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. მაშინ ივანიშვილმა ასევე თქვა, რომ პირადად გადაწყვიტა კურორტის აღორძინების პროექტს სათავეში ჩაუდგეს. მას შემდეგ 2 წელი გავიდა.

რა შეიცვალა 2 წლის შემდეგ და რა როლი აქვს ბიძინა ივანიშვილს კურორტის განვითარებაში?