მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სად წავიდა ბიზნეს-სახლი?

BM.GE
01.11.19 23:49
1166
„ეს არის ფაქტობრივად რევოლუციური პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ლანდშაფტს. თვისობრივად გააუმჯობესებს მიწოდების ხარისხს და შეამცირებს მომსახურების დროს და დანახარჯებს მომსახურებაზე” –  გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერის რანგში ეს სიტყვები 2016 წლის სექტემბერში, ორთაჭალაში თქვა, სადაც „ბიზნეს სახლის“ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. მას შემდეგ უკვე სამი წელი გავიდა, უკვე მესამე პრემიერი ჰყავს ქვეყანას, მაგრამ ბიზნეს-სახლი - ჯერ კიდევ არა.