19.თებერვალი .2021 23:34

საქართველოში უმუშევართა რიცხვი 53 000-ით 308 000-მდე გაიზარდა

157
უკან

რა ფასი აქვს სინამდვილეში - საქართველოში - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ლოკდაუნით ვირუსის მართვას. 2020 წლის მეოთხე კვარტალში - 79 ათასით შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა, 53 ათასით გაიზარდა უმუშევართა რიცხვი, 26 ათასი ადამიანი სამუშაო ძალიდან გავიდა - ეს რიცხვები შეგვაგება დღეს საქსტატმა. უმუშევრობის ზრდა დაქირავებით დასაქმებულთა ხარჯზე მოხდა - რაც სწორედ ლოკდაუნებში გადახდილი ფასია. ეკონომიკა უნდა გაიხსნას - ეს არის ბიზნესის პოზიცია. როგორ უნდა გაიხსნას - ეს არის ეპიდემიოლოგების და მთავრობის საქმე. რამდენად თანმიმდევრულია ამ მიმართულებით პოლიტიკა - დღეს ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა. რამდენად სწორია ვთქვათ ზამთრის კურორტებს არ მისცე არცერთი შანსი, რომ იქნებ რეგულაციების დაცვით თავს ართმევს ბიზნესის დაცულად წარმოებას და რაც ტურიზმის აღდგენას და სულ მცირე ამ სექტორში სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შეუწყობდა ხელს და მეორე მხრივ, გახსნა სკოლები, რაც ზრდის ეპიდემიოლოგიურ რისკებს, მაგრამ ეკონომიკურად დიდი შედეგი არ მოაქვს - ეს კითხვები დღეს არსებობს. პასუხები გადაწყვეტილების მიმღებთა მხრიდან - ბუნდოვანია.