მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წითელი ხიდი-გარდაბნის" 19კმ-იან მონაკვეთს "კომფორტმშენ XXI" ააშენებს

576bd5440be81
BM.GE
23.06.16 16:22
1656
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ,,წითელი ხიდი-გარდაბნის’’ 700მმ დიამეტრის 19კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებულად ქართული კომპანია „კომფორტმშენ XXI“ გამოვლინდა.
 
ტენდერში, რომელიც 2016 წლის 15 აპრილს გამოცხადდა, მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ოთხმა კომპანიამ: „საქმილსადენმშენი“, სს “პიი სიტ ნეფტეგაზსტროიიზოლაცია“-ს ფილიალი, „რაპიდ ინჯინიირინგ & კონსტრაკშენი“ და „კომფორტმშენ XXI“.

კომპანიებს შორის ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამოვლენილმა გამარჯვებულმა კომპანიამ 210 კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს სამუშაოს სრულად შესრულება. სამშენებლო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 4 364 733, 86 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის ცნობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის სხვადასხვა კრიტიკულ მონაკვეთზე ჩატარებული ბოლო შესწავლის შედეგების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ „წითელი ხიდი-გარდაბნის“ მონაკვეთი „ყარადაღ-თბილისის“ მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ ადგილს წარმოადგენს. კვლევების შედეგად გადაწყდა „წითელი ხიდი-გარდაბნის“ 19კმ-იან მონაკვეთზე არსებული გაზსადენის რეკონსტრუქცია, რაც გულისხმობს ახალი ხაზის გაყვანას 700მმ-იანი მილებით და შესაბამისი ინფრასტრუქტურით. ამ მონაკვეთის საპროექტო უბანზე გაზსადენის რეკონსტრუქციით დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „წითელი ხიდი-საგურამოს“ მონაკვეთის მშენებლობა.