მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CNN: მილენიალები BREXIT-ზე: "უფროსმა თაობამ ჩვენ მომავალი წაგვართვა"

576e2ec1885a8
BM.GE
25.06.16 11:06
2440

ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგების მიხედვით ევროკავშირიდან გასვლას მხარი 50 წელს გადაცილებულთა უმრავლესობამ დაუჭირა, თუმცა 18-დან 24 წლამდე კატეგორიაში მოსახლეობის უმრავლესობას ევროკავშირში დარჩენა სურს, - ანალოგიური შედეგებია 30 წლამდე მოსახლეობაშიც.

შედეგებმა სოციალურ ქსელში განსაკუთრებული რეზონანსი იქონია. „გაბრაზებულმა მილენიალებმა საკუთარი პროტესტი აჩვენეს“, - წერს CNNMoney.

"თაობამ, რომელსაც ყველაფერი თავისუფლად მიეცა: უფასო განათლება, ოქროს პენსია, სოციალური მობილობა - ამ თაობამ გადაწყვიტა, რომ ჩემი მომავალი ჩარჩოში მოაქციოს“, - წერს გამოცემა ერთ-ერთი ახალგაზრდის პოსტს Twitter-ზე.

ოფიციალური მონაცემებით, 25-დან 29 წლამდე ახალგაზრდების 64%-ს სურდა ევროკავშირში დარჩენა. 30-დან 34 წლამდე პირებში კი ევროკავშირში დარჩენის მომხრე 61% იყო.

„მათ გადაწყვიტეს ჩემი თაობის მომავალი! მათ გადაწყვიტეს იმ თაობის მომავალი, ვისაც საზღვარგარეთ „ერასმუსის“ პროგრამით სწავლა სურს, ან ეხლაც იღებს განათლებას. არასდროს ვყოფილვარ ესეთი შერცხვენილი და შეშინებული“, - ციტირებს გამოცემა სოფი მიტჩელის ტვიტერის პოსტს.

„ახალგაზრდების უმეტოსობისთვის ეს შესაძლოა იზოლაციის ტოლფასი იყოს“, - ვკითხულობთ სტატიაში სადაც Financial Times-ის სტატიის სათაურიცაა მოყვანილი - „ახალგაზრდა თაობამ მსოფლიოს 27 ქვეყანაში ცხოვრების და მუშაობის უფლება დაკარგა. ჩვენ ბოლომდე ვერასდროს შევაფასებთ ამ მეგობრობის, შესაძლებლობების და გამოცდილების დანაკარგს“.

გამოცემა ასევე წერს, რომ თუკი ქვეყანაში კვლავ შეიქმნება ეკონომიკური კრიზისი პირველი ვინც სამუშაო ადგილებს დაკარგავს ახალგაზრდა თაობა იქნება. CNN შედარებას 2008 წლის კრიზისთან აკეთებს და წერს, რომ BREXIT ქვეყანას შესაძლოა 820 000 სამუშაო ადგილის დაკარგვად დაუჯდეს.