03.ივლისი .2020 18:18

ტურიზმის ინდუსტრია ისევ სესხების გადავადების მოლოდინშია

290
უკან

თიბისი კაპიტალის ბოლო კვლევის მიხედვით, ტურიზმის სექტორის შემოსავალი წელს 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 75%-ით შემცირდება, რაც 2019 წელს არსებულ $3 მილიარდ დოლართან შედარებით, $2 მილიარდი დოლარით ნაკლებია.

იმ ფონზე, როცა გაურკვეველია, როდის გაიხსნება საზღვრები და ამ კითხვაზე პასუხი არც მთავრობას აქვს; იმ ფონზე, როცა თავად მთავრობის სცენარით ტურიზმის სექტორში ვარდნა სულ მცირე 50% იქნება და მაშინ, როცა გალტ ენდ ტაგარტი თავის ანგარიშში პირდაპირ წერს, რომ ამ სექტორს, რომელსაც კოვიდმა პირდაპირ დაარტყა, სახელმწიფოსგან მეტი მხარდაჭერა სჭირდება - BMG-იმ მოიკითხა რა არის დღეს ამ სექტორის მოთამაშეებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა და სად ხედავენ ისინი გამოსავალს?