მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თხევადი გაზის ბაზარი შესაძლოა ახალ რეგულაციებს დაექვემდებაროს

BM.GE
28.02.20 18:28
883
ამ კვირაში საქართველოს ბიზნესასოციაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც იმ რისკების შესახებ საუბრობს, რაც თხევადი გაზის საქართველოში იმპორტის დაბეგვრის დღეს მოქმედ მოდელს ახლავს თან. “ბიზნესის ამ სფეროში მცირებიუჯეტიანი ინვესტირებით შეიძლება საქმიანობის დაწყება (რა თქმა უნდა, უნებართვოდ და უსაფრთხოების პირობების უგულებელყოფის ხარჯზე), რაც მოძველებული საკანონმდებლო ჩარჩოსა და სუსტი ადმინისტრირების პირობებში უკან გვიბრუნდება ბიუჯეტში გადაუხდელ მილიონებად და ქალაქების დამახინჯებულ იერსახედ” - ასეთია საქართველოს ბიზნესასოციაციის დასკვნა.