„უთანხმოება“ APM-სა და PACE-სს შორის - რა მოიფიქრა მთავრობამ?
BM.GE
14.04.22 19:11
• 518
ფოთის საზღვაო ნავსადგურის მმართველი კომპანია „ეიპიემ ტერმინალსი“ საზღვაო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების წინააღმდეგია და არ გამორიცხავს, რომ თუ მას არსებული ფორმით მიიღებს პარლამენტი, ინვესტორმა სახელმწიფოს წინააღმდეგ სამართლებრივ გზებს მიმართოს. ეიპიემ ტერმინალსის აღშფოთების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს ის სიახლე, რომლის თანახმად, ერთ სანავსადგურე ერთეულს მეორე სანავსადგურე ერთეულში შემავალი ან გამომავალი გემისთვის პორტში შესასვლელი არხის საფასურის დაწესება ეკრძალება. აქამდე სანაოსნო ტარიფებს სრულად ეიპიემი კრეფდა. ანუ კანონში ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში კი, მას შემოსავალი დააკლდება, რადგან პეის ჯგუფის ნავსადგურში შემავალი გემი, საფასურს პეისს გადაუხდის.