16.აპრილი .2021 18:30

ვინ არიან ახალი ინვესტორები? - ფინანსთა სამინისტროს პასუხი

138
უკან

500 მილიონიანი ევრობონდები, რომლებსაც 2.5-ჯერ დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქვს და სახელმწიფო ბიუჯეტს 350 მილიონის დაზოგვის შესაძლებლობას უქმნის - ეს იყო დღეს მთავარი გზავნილი, რაც ფინანსთა მინისტრისგან მოვისმინეთ. განთავსება პრაქტიკულად ყველა მხარისგან - იქნება ეს კომერციული ბანკენი, საინვესტიციო ბანკები, ექსპერტები თუ თავად მთავრობის წარმომადგენლები დადებითად ფასდება. მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ საქართველო ინვესტორებისთვის საინტერესო ქვეყანაა.

ევრობონდების განთავსებამდე მთავარი კითხვა იყო - რა ჯობდა პანდემიის პირობებში, ბონდების დაფარვა და თუ რეფინანსირება; ხოლო მათი განთავსების შემდეგ მთავარი კითხვაა - რატომ 5 წლიანი განთავსება და არა ვთქვათ, 10-წლიანი, როგორც ეს ტრადიციულად ხდებოდა?

სტუმარი: ირაკლი კაჭარავა - სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე