მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

VR VAKE SKYVIEW მნიშვნელოვან ფინანსურ კონტრიბუციას შექმნის ქვეყნის ეკონომიკაში

64b8dfbf731cc
BM.GE
20.07.23 11:22
2210
VR HOLDING ვაკეში დანიშნულების ახალ სივრცეს ქმნის. პროექტი, რომლის საინვესტიციო მოცულობა $220 - მილიონს აღემატება, ყოფილი სპორტის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე განხორციელდება. მიწის ნაკვეთი კომპანიამ სახელმწიფოს მიერ, 51 ბიჯით გამართული აუქციონის გზით შეიძინა.

ჭავჭავაძის 49-ში, VR HOLDING-ის ახალი პროექტი, ერთ სივრცეში გააერთიანებს საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილ, სპორტის ახალ უნივერსიტეტს და აღნიშნულ უნიკალურ ტერიტორიასთან თავსებად მულტიფუნქციურ, ინოვაციურ, საცხოვრებელ და კომერციულ კომპლექსს.

პროექტის განვითარება სამ ეტაპს მოიცავს:

პირველი ნაწილი - სახელმწიფოს მიერ მოთხოვნილი თანამედროვე სტანდარტების, 1 800 სტუდენტზე გათვლილი სპორტის უნივერსიტეტის შენობის აშენებას გულისხმობს, რომელშიც მოეწყობა: თანამედროვე აუდიტორიები, სამბოს დარბაზი, სპორტული დარბაზები და მოედნები. VR HOLDING-ის მიზანია ყველა სტუდენტს შეუქმნას სრულფასოვანი განათლების მიღებისათვის სასიამოვნო და პროდუქტიული გარემო.

მეორე ეტაპი - არსებული გზებისა და ინფრასტრუქტურის განახლება-გაჯანსაღებას მოიცავს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გზების გაფართოება, სარეკრეაციო და მოსასვენებელი სივრცეების და სკვერების გაშენება, დამატებითი აპარკინგე ადგილების მოწყობა, რომლითაც სარგებლობას მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლები შეძლებენ.

მესამე ეტაპი - ტერიტორიისთვის თავსებადი, მრავალფუნქციური, ინოვაციური, თანამედროვე არქიტექტურისა და გამორჩეული დიზაინის დეველოპერული პროექტის - VR VAKE SKYVIEW-ის მშენებლობას გულისხმობს, რომელიც დამატებით ღირებულებას შესძენს, ტურისტების ინტერესს გააჩენს და ასევე გაზრდის მიმდებარე ტერიტორიის საბაზრო ღირებულებას.

ტერიტორიაზე, ამ ეტაპზე, დემონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ხორციელდება.

VR HOLDING უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია, რომელმაც ქართულ ბაზარზე ერთ-ერთმა პირველმა დანერგა სიახლეები სამშენებლო ინდუსტრიაში და დააწესა ახალი სტანდარტი დეველოპერულ სექტორში.

კომპანია 2010 წელს ბიზნესმენ ნოშიკო ნამორაძის მიერ დაარსდა და პირველი პროექტი - „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ დღემდე დიდი ნდობით, პრემიუმ ხარისხითა და მაღალი მოთხოვნით გამოირჩევა.

კომპანია მრავალი წელია აშენებს ბუნების კარნახით და ქმნის ეკოლოგიურად, ფუნქციონალურად და ესთეტიურად გამორჩეულ პროექტებს.

კომპანიის მიზანია VR VAKE SKYVIEW იქცეს თბილისელებისა და ქალაქის სტუმრების მიზიდულობის ეპიცენტრად, შექმნას ათეულობით სამუშაო ადგილი, მოიზიდოს უცხოურ ინვესტიციები და შექმნას მნიშვნელოვან ფინანსური კონტრიბუცია ქვეყნის ეკონომიკაში.





(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები