მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თიბისის Mastercard-ის მფლობელები უფასო, ულიმიტო ვიზიტებით 1200-მდე საერთაშორისო აეროპორტის ლაუნჯში ისარგებლებენ"

63614c5dd5ff9
ალა ისპირიანი
01.11.22 20:45
1779
თიბისი კონცეპტისა და Primeclass-ის თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თიბისი კონცეპტის სივრცე გაიხსნა, რომელიც თიბისის Concept და WM მომხმარებლებს მოემსახურება.

თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურების ხელმძღვანელმა ნატა ხურციძემ, გადაცემა „საქმიან დილაში“ თქვა, რომ აღნიშნული სივრცე, მიზნად მოგზაურობისას მეტი კომფორტის და კარგი გარემოს შექმნას ისახავს, რისთვისაც ამ სივრცეში მგზავრებისთვის კომფორტული გარემო, საკვებისა და სასმლის მრავალფეროვანი მენიუ, მცირე ბიბლიოთეკა, ჟურნალ-გაზეთები, სწრაფი ინტერნეტი, ინფორმაცია ფრენებზე და ფრენასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ცნობა იქნება გაზიარებული.

მისივე თქმით, 2022 წლის ბოლომდე, თიბისი კონცეპტის Mastercard Platinum და Mastercard World Elite ბარათით მის მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ უფასო, ულიმიტო ვიზიტებით 1200-მდე საერთაშორისო აეროპორტის Lounge Key ლაუნჯებში ისარგებლონ.

„ეს მსოფლიო პრაქტიკაა, მაგრამ ჩვენ მაინც გამოვკითხეთ მომხმარებლები, რომ ზუსტად გვცოდნოდა მათ რა საჭიროებები აქვთ. ეს არის მყუდრო გარემო, სწრაფი ინტერნეტი, გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელები, რადგან ზოგს ფრენა ეშინია. ასევე, ბიბლიოთეკა გვაქვს, რადგან თუ ფრენა გადაიდო დრო საინტერესოდ გაატარონ.

ასევე წლის ბოლომდე ექსკლუზიური შეთავაზება გვაქვს Mastercard-ის მფლობელებისთვის, რომ წლის ბოლომდე, მთელ მსოფლიოში 1 200 Lounge-ში ულიმიტო, უფასო შესვლა შეეძლოთ“, - განაცხადა თიბისი პერსონალური საბანკო მომსახურების ხელმძღვანელ და დასძინა, რომ იმედია ეს შეთავაზება მომავალ წელსაც იქნება.