„თეგეტა მოტორსმა“ შეთანხმება გააფორმა კომპანია „ვენდუსთან“ და „თეგეტას“ მიერ იმპორტირებული მსოფლიოს ლიდერი ბრენდების პროდუქციის შეძენა ახლა უკვე „ვენდუს“ ონლაინ პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი. პლატფორმაზე ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი კატეგორიის პროდუქცია: საავტომობილო ზეთები, ანტიფრიზები, ავტომობილის მოვლის საშუალებები, ხელის და ელექტრო ინსტრუმენტები, ავტოსათადარიგო ნაწილები, აკუმულატორები და ავტომობილისთვის საჭირო სხვა მრავალი პროდუქცია.
„თეგეტა მოტორსი“ გახლავთ მსოფლიოს 300-მდე წამყვანი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა.
„ვენდუ“ არის ონლაინ სავაჭრო პლატფორმა, რომელიც ბევრ განსხვავებულ კატეგორიას, პოპულარულ ბრენდებს და წამყვან მაღაზიებს აერთიანებს. კომპანია მთლიანად მორგებულია იმ საჭიროებებს, რომლებიც საქართველოში მომხმარებელს გააჩნია და ქმნის მათთვის სავაჭროდ კომფორტულ ზონას 24/7-ზე.
„ვენდუს“ ამოცანაა, მომხმარებელმა ნივთის პოვნა-შეძენის პროცესში არ იგრძნოს თავი შეზღუდულად და სწორედ ამიტომ ანგარიშსწორების სამ მიმართულებას სთავაზობს, როგორც ნაღდი ფულით და ბარათით, ასევე განვადების საშუალებით. ვენდუ მხოლოდ მეორე წელია, რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს და უკვე მნიშვნელოვანად მოასწრო განვითარება.გახდა ისეთი გლობალური ბრენდის პარტნიოტი, როგორიც VISA-ა.
ვენდუს კურიერი თქვენთვის სასურველ ამანათს ან თუნდაც რამდენიმე ამანათს ერთად პირდაპირ კართან მოგიტანთ, საქართველოს რომელ წერტილშიც არ უნდა იყოთ.
(NS)