მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"100 ლარიც თუ ჰქონდა გადანახული ადამიანს, ამითაც ფიქრობს, რომ დოლარი შეიძინოს"

5d36c42f1051d
BM.GE
23.07.19 12:22
979
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია არ გამორიცხავს, რომ ლარის გაუფასურების გავლენით გრძელვადიან პერსპექტივაში ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდოს, რამდენადაც ქვეყანაში მოხმარება იზრდება, გენერაციის ობიექტები კი საკმარისი არ არის.

რაც შეეხება ლარის გაცვლით კურსს, კაკულიას მიაჩნია, რომ წესით კურსი უნდა დასტაბილურდეს, რამდენადაც ფუნდამენტური ფაქტორები "დაზიანებული არ არის".

"ადამიანი, რომელსაც 100 ლარიც თუ ჰქონდა გადანახული, წავა და ამითაც ფიქრობს, რომ დოლარი შეიძინოს, რადგანაც მიმდინარე მოვლენების გამო ელოდება, რომ შეიძლება გაუფასურება მოხდეს, რა თქმა უნდა, ეს ფაქტი უკვე მოქმედებს ლარზე და მის დეფიციტს ქმნის, მაგრამ ეს არ არის გრძელ ვადაში გაგრძელებადი მდგომარეობა. დანარჩენი ფაქტორები არ არის დაზიანებული. ველოდები, რომ (ლარი) დასტაბილურდება“-აღნიშნავს რომან კაკულია.