მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2000 ჰექტარამდე სათიბ–საძოვრები კოოპერატივებს იჯარით გადაეცათ

5a9fddec20415
მარი როჭიკაშვილი
07.03.18 16:40
1131
მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ- საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ქონების ეროვნულმა სააგენტომ კოოპერატივებს: „რკ ყვარის მთას“, „რკ ლუხუნის ხეობას“, „რკ ორცეფს“ და „რკ პალდოველი –2014“–ს თიანეთის, ამბროლაურის, ახალციხის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ–საძოვრები სულ 1 726 ჰექტარი გრძელვადიანი იჯარით გადასცა.

როგორც სააგენტოში აცხადებენ კოოპერატივებში გაერთიანებულია ადგილობრივი მოსახლეობა, რომელთა საკუთრებაში 1000 სულზე მეტი მსხვილი რქოსანი პირუტყვია. აღნიშნული პროგრამის მიზანია მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მთიდან მოსახლეობის მიგრაციის შეჩერება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები