მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

" 2017 წელს ეკონომიკური ზრდა იყო ჯანსაღი და ასე უნდა გაგრძელდეს"

5ad49e997f3f9
თელარა გელანტია
16.04.18 17:00
805
"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის კახა კიკნაველიძის შეფასებით, 2017 წელს ეკონომიკური ზრდა იყო ჯანსაღი და 2018-შიც ასე უნდა გაგრძელდეს.
ამის შესახებ კიკნაველიძემ ფინანსთა მინისტრისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლების 1-საათიანი დახურული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„სამუშაო შეხვედრა იყო მინისტრთან საკმაოდ კონსტრუქციული და ეძღვნებოდა სასტარტო კაპიტალის პროგრამას და მცირე და საშაულო ბიზნესის განვითარებას. ვფიქრობთ, 2017 წელს ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ ჯანსაღი და ვფიქრობთ, ამ ზრდის განვითარება უნდა გაგრძელდეს 2018 წელსაც“, - განაცხადა კიკნაველიძემ.

"საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძის მიერ ბოლო დღეებში ბანკების მისამართით გაკეთებული კრიტიკული შეფასებების კომენტირებისგან თავი შეიკავა.

ცნობისთვის, მთავრობა „სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას“ იწყებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაანონსა. რეფორმის დეტალები უცნობია, მაგრამ ბახტაძის თქმით, მთავრობის მიზანია, მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები