მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს ბინებზე ქირა 60%-ით გაძვირდა - თიბისი კაპიტალი

63ac3e22784d1
თათია ჩაფიჩაძე
29.12.22 09:32
681
თიბისი კაპიტალის კვლევების უფროსის ირინე კვახაძის ინფორმაციით, 2022 წელს წლიურად გასაქირავებელი უძრავი ქონება 60%-ით გაძვირდა, გასაყიდ უძრავ ქონებაში კი ზრდა 15%-ია.

გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას კვახაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა სავაჭრო ცენტრებში არსებულ კომერციულ ფართებზეც, რამაც ფასი 22%-ით გაზარდა.

„გაყიდვებს თუ შევხედავთ ფართობის თვალსაზრისით აქ ზრდაა წინა წელთან შედარებით 24%-ით. გაზრდილია გაყიდვები რაოდენობაში და გაზრდილია ქირა 60%-ით. ქირის ფასი განსაკუთრებით გაიზარდა წლის მეორე ნახევარში, გვახსოვს თვიურად ეს იყო 116-120% და მეტიც კი. რაც შეეხება წლიურად გასაყიდ ფასს, აქ გვაქვს დაახლოებით15%-იანი ზრდა.ზრდა 2022-ში შთამბეჭდავი იყო, პანდემიური წლების შემდეგ ის არათუ დაუბრუნდა 2019 წლიან მაჩვენებლებს, არამედ გადააჭარბა რაც დადებითია.

რაც შეეხება კომერციულ უძრავ ქონებას ზუსტად ახლა გამოვეცით ახალი კვლევა რომლის მიხედვითაც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სავაჭრო ცენტრებში დატვირთულობა, ანუ ვაკანტურობა შემცირებულია, ქირა გაზრდილია 22%-ით. რაც შეეხება ქუჩის სავაჭრო ობიექტებს ჯერ აქ გაქირავების ნაწილში 2019 წლის ნიშნულს ვერ დავეწიეთ. პოზიტიური ტენდენციებია ბიზნეს ცენტრებთან მიმართებითაც, მონაცემებმა აქაც გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებლებს. დღეს ვაკანტურობა 11%-ია, ანუ მხოლოდ 11%-ია დაუტვირთავი რაც საგრძნობი ზრდაა, 23%-იანი გაუმჯობესება ფიქსირდება“, - განაცხადა ირინე კვახაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები