მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს ასაკობრივ პენსიებზე რეკორდული თანხა - ₾3.4 მლრდ დაიხარჯება

6349217fa8060
BM.GE
14.10.22 14:13
13826
2023 წელს ქვეყანაში მცხოვრები 800 ათასი ბენეფიციარი გაზრდილ პენსიას მიიღებს. ინდექსაციის ფორმულის მიხედვით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია 35 ლარით გაიზრდება და 295 ლარი გახდება, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერების პენსია 65 ლარით გაიზრდება და 365 ლარი გახდება.

ეს მატება სახელმწიფო ბიუჯეტს 2023 წელს 494 მილიონი ლარი დაუჯდება, რაც პენსიების ყველაზე დიდ ზრდას წარმოადგენს. შედეგად, ამ მიმართულებით გასაწევი ხარჯები 3.4 მილიარდ ლარს, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის 16%-ია.

ასაკობრივი პენსიის გარდა, 188 მილიონით იზრდება სოციალური დახმარებების ბიუჯეტიც. ეს მატება გამოწვეულია 2022 წლის 1 ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების 100-დან 150 ლარამდე ზრდით და ბოლო ერთ წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობის ზრდით. 2021 წლის სექტემბრის შემდეგ საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 32,677 ადამიანით გაიზარდა და 2022 წლის სექტემბერში 660,833 შეადგინა.

ხანდაზმულთა პენსიების მატებასთან ერთად, იზრდება ის თანხაც, რასაც ბიუჯეტი მომავალი პენსიონერების საპენსიო უზრუნველყოფაზე ხარჯავს. კერძოდ, დაგროვებითი საპენსიო სისტემის დაფინანსება 310 მილიონი ლარი დაჯდება, რაც 2022 წელს არსებულ დაფინანსებაზე 50 მილიონით მეტია. სახელმწიფო დაგროვებით საპენსიო სისტემაში დასაქმებულთა საშემოსავლო გადასახადიდან 2%-ის კონტრიბუციას ახორციელებს.

შეგახსენებთ: 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე პარლამენტშია ინიცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები