მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

6 ნოემბერს Ryanair-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველ რეისს შეასრულებს

5db29b9cdbfc5
თელარა გელანტია
25.10.19 10:48
1248
ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს.

პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 6 ნოემბერს შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 24 ოქტომბერს მიენიჭა.
ფრენები მილანი-თბილისი-მილანის, მარსელი-ქუთაისი-მარსელის და ბოლონია-ქუთაისი-ბოლონიას საჰაერო ხაზებზე შემდეგი განრიგით განხორციელდება:

მილანი-თბილისი-მილანი - 6 ნოემბრიდან, კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას;

მარსელი-ქუთაისი-მარსელი - 7 ნოემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;

ბოლონია-ქუთაისი-ბოლონია - 9 ნოემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს.

ავიარეისები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, Boeing B737 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები