მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არცერთ ქვეყანას ენერგეტიკა საბირჟო პროდუქტის შემოტანით არ განუვითარებია - ენერგეტიკოსი CFD-ზე

6380c44d2bd30
მარიამ ვარადაშვილი
25.11.22 20:30
606
ქარის ენერგიის ასოციაციის პრეზიდენტი მამუკა მიქაშავიძე იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც მთავრობის მიერ ენერგეტიკის სექტორისთვის შეთავაზებულ ფასთაშორის სხვაობის დაბრუნების მექანიზმს [CFD] ახლავს.

ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასოციაციის ხელმძღვანელი მცირე პერიოდს ასახელებს, რა დროსაც ამ კომპანიებს მოუწევთ ახალ სისტემაზე გადაეწყონ.

ქარის ენერგიის პრეზიდენტი ასევე მიიჩნევს, რომ გარანტირებული ხელშეკრულებები, რომლის პირობებშიც სახელმწიფო ინვესტორთან კონტრაქტს დებდა ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ, სექტორისთვის ბევრად სასარგებლო იყო.

“PPA მექანიზმი უფრო წარმატებულად მიმაჩნდა, თუმცა რატომღაც მთავრობამ ეს გზა არ აირჩია. ახალი მექანიზმი საკმაოდ რთულია. თუ ალტერნატიული ენერგეტიკული წყაროების ხელშეწყობა მიმდინარეობს და ის კომპანიები, რომელთაც ნამუშევარი აქვთ უკვე გარკვეულ პროექტებზე, მათ საშუალება უნდა მისცენ ბოლომდე მიიყვანონ. ვგულისხმობ იმას, რომ ამ კომპანიებს ფინანსური თვალსაზრისით გამართული დოკუმენტები ჰქონდეთ. CFD მექანიზმი შემოთავაზებულია ფინანსური ინსტიტუტების მიერ. ეს ფასთაშორის სხვაობის ბირჟაზე ვაჭრობას გულისხმობს. ის ვერ შესრულდება სანამ, სანამ ბირჟა არ ამუშავდება. ბევრი კითხვა არსებობს, ახლაც ექსპერტები მუშაობენ და ჩემი ინფორმაციით, მომდევნო კვირაში დებულება უკვე მზად იქნება რა სქემით მოხდება აუქციონში მონაწილეობა. სწორედ ამის შემდეგ შეგვეძლება ვთქვათ ეს მომგებიანი იქნება თუ არა. როგორც აღვნიშნე ძალიან რთული მექანიზმია, რაც გაართულებს ენერგეტიკული კომპანიების მდგომარეობას. ის ტარიფი, რაც კომპანიამ უნდა მოითხოვოს დამოკიდებულია გენერატორის მომწოდებლის ფასსა და სხვა ხარჯებზე. შესაბამისად, კომპანიები ვერ დათვლიან ტექნიკურ-ეკონომიკურ მონაცემებს.ხელშემწყობი მექანიზმი ჰქვია იმას, როცა ვეხმარებით ბიზნესს, რაც რეალურად PPA იყო. არც ერთ ქვეყანას ენერგეტიკა საბირჟო პროდუქტის შემოტანით არ განუვითარებია. დღეს გაურკვეველია იმუშავებს თუ არა ეს მექანიზმი, რადგან ისეთი ინსტიტუტები არ გვაქვს ასეთი პროცესი ვატაროთ”,-განაცხადა მიქაშავიძემ.

მთავრობის მიერ შეთავაზებული ახალი მექანიზმით, კონტრაქტით გათვალისწინებული ფასსა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის შემთხვევაში, სახელმწიფო ამ კომპანიებს დამატებით თანხას გადაუხდის. საუბარია იმ შემთხვევაზე, როცა საბაზრო ფასი კონტრაქტით გათვალისწინებულზე დაბალი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები