მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ავტომობილის გაქირავების ბიზნესი ნაკლებად მომგებიანი გახდა” - autospace

620c9eda83b49
ანუკა ჯოხაძე
20.02.22 21:00
1918
“ავტომობილის გაქირავების ფასი 20%-ით არის შემცირებული”, - ამის შესახებ BM.GE-თან ავტომობილების გაქირავების კომპანია AUTOSPACE-ის დამფუძნებელმა ბექა სულაქველიძემ განაცხადა. როგორც სულაქველიძე ამბობს, კომპანია ამ ეტაპზე ტურისტების ნაკლებობის გამო, ძირითადად ტაქსის კომპანიებს ემსახურება.

თუმცა მისივე თქმით, მიმდინარე წელს ტურისტების დიდ ნაკადებს ელოდებიან, შესაბამისად, არ გამორიცხავს, რომ ავტოპარკის გაფართოების გადაწყვეტილებაც მიიღოს. ამასთან, სულაქველიძე ამბობს, რომ გაძვირებული ავტომობილებისა და მისი შენახვის გაზრდილი ხარჯების გამო, კომპანიას ხარჯი პანდემიამდელ ნიშნულთან შედარებით 20-25%-ით გაეზრდება.

“ათვლის წერტილად აღებული გვაქვს 2019 წელი, რომლის მაჩვენებლამდე ჯერ ბევრი გვიკლია. ჩვენ ტურისტებთან ერთად ტაქსის კომპანიებსაც ვემსახურებით. უფრო მეტიც, ავტომობილების გაქირავების ნაწილში, უმეტესად ტაქსების კომპანიებზე ვართ გადართული. თუმცა მანქანის გაქირავების ღირებულება არის შემცირებული, რაც შედარებით ნაკლებად მომგებიანს ხდის ამ საქმეს. მაგალითად, 2019 წელს მესამე თაობის "პრიუსის" დაქირავება დღეში თუ 50 ლარი ღირდა, დღეს დღიურად ამ ავტომობილის დაქირავება 40 ლარი ღირს. გაქირავების ფასი მოთხოვნის შემცირების ფონზე 20%-ით არის შემცირებული", - აცხადებს კომპანია AUTOSPACE-ის დამფუძნებელი ბექა სულაქველიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები