მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აზერბაიჯანი აქტიურად არის დაინტერესებული საქართველოში თიზ-ებით" - სოსო ნობლაძე

5e6117c9ca3f1
ვიქტორია მღებრიშვილი
05.03.20 21:00
1268
ჰუალინგის ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელი დირექტორი სოსო ნიბლაძე მსოფლიოში უცხოური ინვესტიციების მხრივ არსებულ მდგომარეობას აფასებს და მას გართულებულს უწოდებს.

როგორც სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ აზერბაიჯანი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე დასწრებისას ჰუალინგის ქუთაისის თიზ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის მიმართულებით საქმიანი ურთიერთობების განვითარება.

„აზერბაიჯანი არის ქვეყანა, რომელიც აქტიურად არის დაინტერესებული საქართველოში თიზ-ებით. ჩვენ დაახლოებით 20-მდე აზერბაიჯანული კომპანია გვყავს, შესაბამისად მათთან საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სოსო ნიბლაძემ.

მან ქვეყნისთვის უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანია სტაბილური გარემო.

„ჩვენ აქტიურად ვცდილობთ ახალი ტექნოლოგიების სფეროში მოვიძიოთ ახალი კომპანიები. თუმცა, რა თქმა უნდა, მთავარი პრიორიტეტი არის დასაქმება, მთავარი პრიორიტეტი არის ინვესტიციები. დღეს იმ ფონზე, რაც გლობალურ სამყაროში ხდება, ძალიან რთულდება და ძალიან იზრდება რისკები, ძალიან არასტაბილური ხდება გარემო, არაპროგნოზირებადი ხდება ზოგადად სამყარო ამ კუთხით და შესაბამისად, თითოეულ იმ ინვესტორს, რომელიც საქართველოში ჩამოდის, იქნება ეს თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, თუ ქვეყანა, ჩვენ - ყველანი უნდა გავუფრთხილდეთ და მაქსიმალურად კომფორტული და სტაბილური გარემო შევუქმნათ“, - განმარტა ჰუალინგის ქუთაისის თიზ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები