მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG: საბჭოთა კავშირის დროინდელი სამშენებლო სტანდარტები პრობლემაა

5f632ab7e7db8
ლიკა გურაბანიძე
17.09.20 13:17
740

“სამშენებლო სექტორში გამოწვევები პანდემიასთან ერთად არ დაწყებულა, სექტორის პრობლემები მუდმივად იყო” - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღამასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნანა ცერცვაძემ “საქმიან დილაში” განაცხადა.

როგორც ცერცვაძე განმარტავს, ბიზნეს ასოციაციის წევრ სამშენებლო კომპანიებს ყველაზე მეტად სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული გამოწვევები აქვთ.

“ერთი პრობლემა არის საბჭოთა კავშირის დროინდელი სამშენებლო სტანდარტები, რომელიც დღეს სხვადასხვა სამშენებლო შესყიდვებისას გამოიყენება. მეორე კი, სამშენებლო სექტორში შესყიდვების შემდგომ ეტაპზე, წარმოქმილი პრობლემების გადასაჭრელად სწრაფი და ეფექტური გადაჭრის მექანიზმების არარსებობა” - აღნიშნა ნანა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, სასამართლოში საქმეები თვეობით ჭიანურდება, ხოლო კომპანიებისთვის თითოეული საათი გადამწყვეტია, ამიტომ ახალი მექანიზმების არსებობა აუცილებელია.

“სასამართლო რა თქმა უნდა, საბოლოო ინსტანციად დარჩება, თუმცა აუცილებლია ისეთი მექანიზმი არსებობდეს, რომელიც შემსყიდველსა და შემსრულებელს შორის წარმოქმნილ დავებს სწრაფად გადაჭრის.

ასეთი არის შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭო, რომელიც ამ ეტაპზე კონტრაქტამდე შესყიდვების დავებზე მუშაობს, თუმცა მნიშნელოვანია კონტრაქტის შემდგომი ნაწილი. კომპანიებს სატენდერო ვადების დარღვევა სწორედ დავაში ყოფნის გამო უწვეთ” - განაცხადა ცერცვაძემ.

BAG-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის თქმით, არსებობს ალტერნატიული გზაც.

“დავების საბჭოს შესაძლოა მიმართულება დაემატოს და ორი მიმართულებით იმუშაოს კონტრაქტამდე და კონტრაქტის შემდგომ ურთიერთობაზე, ასევე შესაძლებელია, რომ სხვა ალტერნატიული დამოუკიდებელი მექანიზმი შეიქმნას. ჩვენ ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს ფინანსთა სამინისტროს დავების გადაჭრის საბჭოს სახით, რომელიც საკმაოდ ეფექტურად მუშაობს და დავების განხილვა საკმაოდ სწრაფად ხდება” - განმარტა ნანა ცერცვაძემ.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები