მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბაკურ სულაკაურის” მაღაზიებს გაყიდვების 20%-იანი კლება აქვს

603b445cae64e
ლიკა გურაბანიძე
28.02.21 12:44
998
“მაღაზიებში ჯამურად გაყიდვების 20%-იანი კლება დაფიქსირდა” - ამის შესახებ BM.GE-ს გამომცემლობა “ბაკურ სულაკაურის” დამფუძნებელმა თინა მამულაშვილმა განუცხადა.

“ბაკურ სულაკაურის” გამომცემლობა 4 მაღაზიას აერთიანებს. მისი დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ 2020 წელი სხვა დანარჩენი სექტორების მსგავსად მათთვისაც რთული იყო, თუმცა ადაპტირება მაინც შეძლეს. მიუხედავად ადაპტაციისა, 2020 წლისთვის დასახული მიზნების განხორციელება ვეღარ მოახერხეს.

“პირველი ლოქდაუნის დროს მხოლოდ იმ წიგნების გამოცემა და რეალიზება დავიწყეთ, რომლებსაც გაყიდვების მეტი პოტენციალი ჰქონდა, ხოლო დარჩენილი პროექტები გავაუქმეთ, ან სამომავლოდ გადავდეთ.

თუ მოხერხდა ის, რომ პანდემიის მესამე ტალღა არ წამოვა და წლის ბოლომდე თუნდაც მოსახლეობის 50%-ის ვაქცინაცია წარმატებით განხორციელდა, ამ შემთხვევაში მთელი ქვეყნის მასშტაბით სექტორში გაყიდვებში ზრდაა მოსალოდნელი და ჩვენც ვფიქრობთ, რომ ზრდა გვექნება. როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია უმჯობესდება, ნებისმიერ ბიზნესზე ეს დადებითად მოქმედებს. იმედი გვაქვს, დრამატული მოვლენები აღარ განვითარდება” - განმარტა მამულაშვილმა.

ცნობისთვის: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას 2019 და 2018 წლებში 9 მილიონი ლარის გაყიდვები ჰქონდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები