მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბახმაროში გენგეგმის დამტკიცების შემდეგ უკანონოდ 5000-მდე ახალი კოტეჯი აშენდა- გენგეგმის ავტორი

63aecd6b1f7ab
ანუკა ჯოხაძე
30.12.22 23:55
1692
ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა 2017 წელს დამტკიცდა. დოკუმენტზე არქიტექტურულმა კომპანია "არტ სტუდიო ფროჯექთმა" იმუშავა. ეს ის კომპანიაა, რომელმაც ასევე იმუშავა ურეკის გენგეგმაზე და შოვის განვითარების გენერალურ გეგმაზე, რომელიც ადგილობრივმა საკრებულომ სულ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა.

როგორც კომპანიის არქიტექტორი გიორგი სულაბერიძე ამბობს, მთავარი გამოწვევა უშუალოდ უკვე დამტკიცებული დოკუმენტის აღსრულება იქნება. მისი თქმით, აუცილებელია დადგენილი სტანდარტების მკაცრი კონტროლი, რომ გენგეგმა არ გახდეს თაროზე შემოდებული დოკუმენტი, ისე როგორც ეს არაერთ მუნიციპალიტეტში მოხდა. სულაბერიძეს ბახმაროს მაგალითი მოჰყავს, სადაც უკანონოდ კოტეჯების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

“სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში გენგეგმის დოკუმენტის ქონა არ არის საკმარისი, პრობლემაა მისი აღსრულება და რეალობაში მისი გამოყენება, ამ დოკუმენტით ხელმძღვანელობა. მუნიციპალიტეტებს არ აქვთ გარკვეული ძლიერი რესურსი იმისთვის, რომ სწორად მართონ რესურსი, მართონ იმ პარამეტრებში, რასაც გენგეგმები სახავენ.

შეიძლება ზოგჯერ დადგენილი პარამეტრები დასაკორექტირებელია, დასახვეწია, მაგრამ ხშირად, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს პირიქით ხდება. მაგალითად ბახმაროს გენგეგმა დამტკიცდა და მაინც მას შემდეგ 5000-მდე აბსოლუტურად უკანონოდ ახალი კოტეჯია ჩადგმული,“-ამბობს არქიტექტორი გიორგი სულაბერიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები