მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩემპს“ 12 სახეობის ვაშლის ჩიფსი ექნება“ - თამარ შეითნიშვილი

61472ed50640b
მარიამ იზორია
20.09.21 10:40
795
ვაშლის ჩიფსების მწარმოებელი ბრენდი „ენკენი“ ბაზარზე ახალი სახელით - „ჩემპით“ გამოჩნდა. კომპანიის მიზანია, შექმნას ვაშლის ჩიფსების ინდუსტრია.

„ჩემპს“, საბოლოო ჯამში, 12 სახეობის ვაშლის ჩიფსი ექნება“, - ამბობს bm.ge-თან ბრენდის დამფუძნებელი თამარ შეითნიშვილი.

„ვაშლის ჩიფსების ინდუსტრიის შექმნის პირველ ნაბიჯებს ახლა ვდგამთ, ჩვენი მთავარი ბაზა ვაშლია, რომლისგანაც შემდგომ სხვადასხვა ხილისა თუ ბოსტნეულის გემოს ვიღებთ. ახლა შვიდი გემო გვაქვს - წითელი, მწვანე და გოლდენის ვაშლის ჩიფსი და ოთხი ახალი - ატმის, მანგოს, ლიმონისა და სტაფილოს ჩიფსი; საბოლოოდ, ჩვენი ჯანსაღი „სნექი“ 12 გემოს გააერთიანებს. მინდა აღვნიშნო, რომ მომხმარებელს ახალი გემოები ძალიან მოსწონს, უკვე ბევრი დადებითი გამოხმაურება გვაქვს“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

„ჩემპი“ უკვე ერთი წელია, რაც ექსპორტს აშშ-ში ახორციელებს და თამარ შეითნიშვილის თქმით, ახალი არომატის ჩიფსები მალე ექსპორტზე გაიგზავნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები