მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

" ჩვენი ამოცანაა, თბილისი ვაქციოთ ევროპულ დედაქალაქად"

5cd29c772bbb7
BM.GE
08.05.19 13:06
636
ჩვენი ამოცანაა, თბილისი აუცილებლად გავხადოთ ევროპული კატეგორიის დედაქალაქი ყველა სტანდარტის მიხედვით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმამამუკა ბახტაძემ თბილისის ახალი მუნიციპალური ავტობუსების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება მთავრობის მიერ გაცხადებული მწვანე პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი და უმთავრესიპრიორიტეტია.


„შეძენილია 90 ახალი, უმაღლესი სტანდარტის ევროპული კატეგორიის ავტობუსი, წლის ბოლომდე კიდევ 200-ზე მეტი ახალი ავტობუსი შემოვა, რაც იმას ნიშნავს, რომთბილისში ძველ პარკს ფაქტობრივად მთლიანად ჩავანაცვლებთ. ჩვენ დამატებითი რესურსი გამოვუყავით თბილისის მუნიციპალიტეტს, რათა მომავალ წელსაც განაგრძოს ესპროგრამა. მომავალ წელს ელექტროავტობუსები დაგვემატება. თბილისელებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.

დღეს ჩვენდავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა, რომლითაც ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვარებთ. ვიცით, რომ ჩვენს სხვა მიმართულებებში გვაქვსპრობლემები, როგორიც არის მაგალითად თბილისის მეტროპოლიტენი. თბილისის მუნიციპალიტეტს გავუზრდით ბიუჯეტს და დაიწყება მეტროს ახალი შემადგენლობებისშემოყვანაც. გპირდებით, თბილისი იქნება ნამდვილი ევროპული ქალაქი და ამას აუცილებლად შევასრულებთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


თბილისის წელს ავტოპარკს Euro 6 ემისიის სტანდარტის დიზელის ძრავზე მომუშავე 90 ახალი ავტობუსი ემატება. ტრანსპორტი გათვლილია 82 მგზავრზე და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ავტობუსში დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, რომელიც სპეციალურად გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე. ტრანსპორტი აღჭურვილია საინფორმაციო ხმოვანი სისტემით, ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, ასევე USB დამტენებით და გაჩერებების დასახელების ტექნიკური საშუალებით. 8 თვეში დედაქალაქს კიდევ 220 ერთეული, ISUZU-ის მარკის 8-მეტრიანი ავტობუსი დაემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები