მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Covid-ით ინფიცირება ორივე ფილიალში დადასტურდა - „დონას“ განცხადება

5f4f8e02461a5
ვიქტორია მღებრიშვილი
02.09.20 16:21
1083
"ორივე ფილიალში დადასტურდა ვირუსით ინფიცირების შემთხვევები", - ამის შესახებ ბათუმში მოქმედ საკონდიტრო „დონას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

BM.GE საკონდიტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ძვირფასო მომხმარებლებო, კოვიდ-ინფექციის გამოჩენის პირველი დღეებიდან ზედმიწევნით ვასრულებდით ყველა იმ რჩევას და რეკომენდაციას, რაც ეხებოდა ვირუსის გავრცელების პრევენციას. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენს ორივე ფილიალში დადასტურდა ვირუსით ინფიცირების შემთხვევები. ყველა დაინფიცირებული გადის მკურნალობას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო მათთან კონტაქტში მყოფი პირები გადაყვანილია კარანტინში.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეებს ტესტის გაკეთება შეუძლიათ როგორც ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებულ კარვებში, ასევე სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში.

გისურვებთ ჯანმრთელობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები