კომპანიებმა Lexus Tbilisi, Caspian Impex Group და მათმა დამფუძნებელმა ბატონმა რაუფ ხალილოვმა, Covid–19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად, საქართველოს სამთავრობო ფონდში 30 000 ლარი გადარიცხეს.
Caspian Impex Group ამიერკავკასიაში ერთ-ერთი მსხვილი გადამზიდავი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს.
საავტომობილო დილერი Lexus Tbilisi – საქართველოში ლექსუსის პირველი ოფიციალური წარმომადგენლობა – 2018 წელს გაიხსნა.