მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცვლილების მიზანი რეგულირების სააგენტოს გაძლიერებაშია, რათა პაციენტების ინტერესები დაცული იყოს - თამარ გაბუნია

648b3f467f811
BM.GE
15.06.23 20:45
554
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში ცვლილების ძირითადი არსი და მიზანი სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გაძლიერებაში მდგომარეობს, რათა პაციენტების ინტერესები იყოს დაცული“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში“ ცვლილებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ რეგულირების სააგენტოს უმთავრესი ფუნქცია პაციენტის უსაფრთხოების დაცვაა და მის აღსრულებას ჯეროვანი მექანიზმები სჭირდება. მინისტრის მოადგილის განმარტებით კანონპროექტში წარმოდგენილია რამდენიმე დამატებითი მექანიზმი, რეგულირების სააგენტოს საქმიანობას მეტ ოპერატიულობას შესძენს იმისთვის, რომ შეფასება ჩატარდეს ობიექტური გარემოებების სრული გათვალისწინებით და გადაწყვეტილებაც იყოს ობიექტურ საფუძვლებზე დამყარებული.

„დღევანდელი მდგომარეობით სასამართლოს გადაწყვეტილებაა საჭირო იმისთვის რომ რეგულირების სააგენტომ მოკვლევა დაიწყოს პაციენტის საჩივარზე 72 საათში. ამ პერიოდში შესაძლებლობა არსებობს დაწესებულება გარკვეულწილად მოემზადოს მარეგულირებლის ვიზიტისთვის, თუ საჭიროა მოახდინოს რეაგირება მთელ რიგ დოკუმენტაციაში, რაც მნიშვნელოვნად ართულებს რეგულირების სააგენტოს მიერ რეალური სურათის შეფასებას და ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას. ეს არის ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც აღწერილია კანონპროექტში.“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები