2023 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.13 მილიარდი ლარია.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგები 476 მილიონ ლარს შეადგენს.
ამ პერიოდისთვის საპენსიო სქემაში 1 მილიონ 377 ათასი ადამიანია ჩართული. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით სხვადასხვა კატეგორიის 3,159 პირმა ისარგებლა, მათზე გაცემული თანხა კი 8 268 836 ლარს შეადგენს.