მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ესთეტიკური მედიცინის სექტორში ფასების 10%-იანი მატებაა” - ბაია კონდრატიევა

63a4459298a2f
ნინი ლონგურაშვილი
23.12.22 00:40
676
ესთეტიკური მედიცინის სექტორში ფასების 10%-იანი მატებაა. ამის შესახებ კლინიკა “ანტურაჟის” დამფუძნებელმა და დერმატოლოგმა ბაია კონდრატიევამ, BMG-ის მიერ ფასებთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლოა მომავალში 15%-იანი ზრდა იყოს.

“დოლარის და ევროს კურსის ცვლილების გამო, მინიმალურად გაიზარდა ფასები, დაახლოებით 10%-იანი ფასნამატი გვაქვს და სხვა სექტორებთან შედარებით მტკივნეულად არ შეგვხებია. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ 2022 წელი იყო საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი იყო ჩვენი ინდუსტრიისთვის, რამაც დააბალანსა გასული პანდემიური წლები. მიმდინარე წელი კონფერენციებით იყო დატვირთული, ჯამში 10-ზე მეტი საერთაშორისო დონის კონფერენცია შედგა, რაც 1 წლისთვის საკმაოდ დიდი ციფრია.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემია ჩვენ სექტორს ძალიან მტკივნეულად შეეხო და დარგი, განვითარების მხრივ საკმაოდ უკან დახია, მინიმალურად, მაგრამ მაინც ფასების 10%-იანი მატება მოხდა.

მსოფლიო სტატისტიკას თუ გადავხედავთ, მომდევნო 3 წლის მანძილზე 15%-იან ზრდას ველოდებით, მაგრამ ეს ჯერ პროგნოზია და ამაზე საუბარი ჯერ ადრეა," - აღნიშნა ბაია კონდრატიევამ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები