მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს სამ ქვეყანაში ქართული პროდუქტის კვირეული - Georgian Week Projects-ი გაიმართება

63e388bec60e7
ვიქტორია მღებრიშვილი
08.02.23 16:03
1276
საქართველოში მოქმედი ლიეტვური კომპანია GNP Grupe-ის საქართველოს წარმომადგენლობის და ჰიპერმარკეტების ბრენდ Lidl-ის პარტნიორობით მიმდინარე წლის 13 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში ქართული წარმოების პროდუქტების კვირეული - Georgian Week Projects-ი გაიმართება.

კომპანიის დამფუძნებლების ინფორმაციით, ქართული წარმოების პროდუქტის პოპულარიზაციისა და ევროკავშირის ბაზარზე რეალიზების გაზრდის მიზნით, აღნიშნული პროექტი ლიეტუვაში Lidl-ის ქსელში 2017 წლიდან ხორციელდება, მიმდინარე წელს კი სამ ქვეყანას მოიცავს. თორნიკე კაპანაძე BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს დაგეგმილ ღონისძიებაზე წარმოდგენილნი იქნებიან „კულა“ სრული ასორტიმენტით. „ქარელის ხილი“ Chikori ჩირებით, „გურიელის“ ხილის ჩაი, „ველინგტონი“ ჩიფსები Frixx, „ნუგბარის“ ჩურჩხელა, „აქუა გეო“ მინერალური წყალი KOBI-თ.

„პროექტი ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში მთლიანი ქვეყნის მასშტაბით ქართული პროდუქტი Lidl-ის ჰიპერმარკეტებში ცალკე სექციად იქნება წარმოდგენილი. პროექტის შესახებ სარეკლამო აქტივობა ტელევიზიის, Instagram-ის და Facebook-ის სოციალური ქსელების საშუალებით ჩაეშვება, როგორც Lidl-ის ოფიციალურ გვერდებზე ასევე ინფლუენსერების დახმარებით, რაც რეგიონსა და მოსახლეობაში თითოეული პროდუქტისა და მწარმოებლის, ასევე საქართველოს პოპულარიზაციას და ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს“, - ამბობს ერთ-ერთი დამფუძნებელი.

GNP Grupe-ში ამბობენ, რომ პროექტის განვითარების მიზნით სახელმწიფო სტრუქტურებთან და კერძო კომპანიებთან თანამშრომლობისთვის მზად არიან

„პროექტის მიზანი არეალზე რაც შეიძლება მეტი ქართული კომპანიისა და მათი პროდუქტის გაჩენაა, რათა როგორც ჩვენ ასევე სხვა ექსპორტზე მომუშავე კომპანიებმა მათი პროდუქციის ევროპის ან სხვა ბაზრებზე გატანა შევძლოთ და გავიგოთ მათი პროდუქციის გაყიდვების პოტენციალი. ამ პროექტის საშუალებით მწარმოებლებს სარგებელის მიღების შესაძლებლობას და ევროკავშირის ფართო აუდიტორიისთვის პროდუქტის გაცნობის და მსოფლიოს წამყვან სუპერმარკეტების ქსელების დახლებზე თავის დამკვიდრების საშუალებას აძლევს“, - აღნიშნავენ პროექტის ორგანიზატორები.

მათივე ცნობით, წელს პროექტში ლუდის, ღვინის და ლიმონათის დამატების სურვილი აქვთ და პარტნიორებს ამ სეგმენტში აქტიურად ეძებენ.

„ასევე სულ ვეძებთ ახალ-ახალ პროდუქტებს რაც ჩვენს ასორტიმენტს შეგვიძლია დავამატოთ. მასში მონაწილეობა ფინანსური თანამონაწილეობის გარეშე ყველა მეწარმეს შეუძლია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ მასშტაბის პროექტი არცერთ ექსპორტზე მომუშავე ქართულ კომპანიას და სახელმწიფოს არ გაუკეთებია“, - უთხრა BM.GE-ს GNP Grupe-ს თანადამფუძნებელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები