მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაგრაში წყალდიდობამ სახლები და სასტუმროები დააზიანა, მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება

6489d23407b6e
გიგა ბენია
14.06.23 18:55
637
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გაგრაში წყალდიდობის შედეგად მიღებულ ზარალს ითვლიან. წვიმის შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა, გადაიკეტა  ცენტრალური ავტომაგისტრალის ნაწილი.

აფხაზური მედიის ცნობით, დატბორილია კერძო სახლები და სასტუმროები. როგორც ოკუპირებული გაგრის ე.წ. საგანგებო სისტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, მაგისტრალი ეტაპობრივად გაიხსნება.

„ეს არ იყო წყალდიდობა, ეს იყო ქარბორბალა. კოკისპირულ წვიმას არ შეეძლო ინფრასტრუქტურის ასეთი დაზიანება გამოეწვია“ ,- აღნიშნა მან.

აღსანიშნავია, რომ მომხდარის გამო, გაგრის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები