მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღამის კლუბებს თანხები, მაქსიმუმ, მომდევნო კვირის დასაწყისში დაერიცხებათ - ბასილაია

60d30529f3a24
ინგა მურუსიძე
23.06.21 14:27
790
თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია არ გამორიცხავს, რომ ღამის ეკონომიკის წარმომადგენლებისთვის დამატებითი დახმარების პაკეტები შემუშავდეს.

მისივე თქმით, ამჟამად, სექტორის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია აქვს როგორც ეკონომიკის სამინისტროს, ისე მერიას და იმართება შეხვედრები.

რაც შეეხება უკვე დაგეგმილი დახმარებების გაცემას, ანდრია ბასილაიას ინფორმაციით, ტექნიკური პრობლემები იყო და თანხები მაქსიმუმ მომავალი კვირის დასაწყისში დაირიცხება.

„იყო ტექნიკური ხასიათის ხარვეზები, თუმცა ყველაფერი მოგვარებულია და ეს ჩარიცხვები კვირის ბოლოს ან მაქსიმუმ მომავალი კვირის დასაწყისში დაიწყება. საუბარია 600-ზე მეტ ადამიანზე და რამდენიმე ათეულ ორგანიზაციაზე“, - განაცხადა ბასილაიამ.

კითხვაზე - რამდენად სამართლიანია, რომ თითქმის ყველაფერი გაიხსნა, გარდა ღამის კლუბებისა, ანდრია ბასილაია პასუხობს, „დახურვა დროებითია და როცა მოიმატებს ვაქცინირებულების რაოდენობა, ეს შეზღუდვაც მოიხსნება“.

შეგახსენებთ: მერიამ ღამის კლუბების და მათი თანამშრომლების დასახმარებლად 2 მლნ ლარი გამოყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები