მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გარე სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უნდა გაუქმდეს – კულუმბეგოვი

62249f42d5345
BM.GE
06.03.22 15:45
843
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს, რომ გარე სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უნდა გაუქმდეს.

“გარე სივრცეში პირბადის სავალდებულო ტარება უნდა გაუქმდეს. თუ სურვილი აქვს ვინმეს, არ დავუშალოთ, 10 ცალი ერთად ატაროს, მაგრამ თუ არ ატარებს, ჯარიმა არ უნდა არსებობდეს”,– წერს კულუმბეგოვი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში პირველი მარტიდან პრაქტიკულად ყველა Covid-19–ის საწინააღმდეგო რეგულაცია გაუქმდა. ღია და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება კი სავალდებულო დარჩა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები