მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს საქართველოში 94 პროფსასწავლებელი ფუნქციონირებდა - რომელ პროფესიებს ირჩევენ?

63ff07bac33f5
ვიქტორია მღებრიშვილი
01.03.23 16:25
823
2022 წლის ბოლოსთვის, საქართველოში 94 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობა კერძო იყო. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების 2022 წლის მონაცემებით, ქვეყანაში მოქმედი პროფსასწავლებლებიდან 42 საჯარო, ხოლო 52 კერძო იყო.

2022 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 14 103 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 46.6% ქალია, ხოლო 53.4% - კაცი. 2021 წელთან შედარებით სტუდენტების მიღების მაჩვენებელი 25.9%-ით გაიზარდა.

რეგიონების მიხედვით, ჩარიცხული სტუდენტების რიცხოვნობით ლიდერობს ქ. თბილისი (36.7%), რომელსაც მოსდევს აჭარა (19.9%), იმერეთი (10.0%), სამეგრელო-ზემო სვანეთი (9.4%), კახეთი (6.1%) და ქვემო ქართლი (6.0%).

2022 წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 263 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 38.8% ქალია, ხოლო 61.2% კაცი. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სტუდენტი ქ.თბილისში (47.5%) ჩაირიცხა, მეორე ადგილზე კი იმერეთია (9.9%).

2022 წელს პროფსასწავლებელი 7 605 სტუდენტმა დაამთავრა, რომელთაგან 48.8% ქალია, ხოლო 51.2% კაცი. კურსდამთავრებულთა უმეტესობა მოდის ინჟინერიის, წარმოების და მშენებლობის (24.2%), მომსახურებების (20.4%), ბიზნესის, ადმინისტრირების და სამართლის (13.8%), ჯანდაცვის და სოციალური კეთილდღეობის (13.3%) პროგრამებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები