მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გეოფლაუერი“ მალე უნარჩენო წარმოებაზე გადავა

615178c6a217c
მარიამ იზორია
28.09.21 09:40
645
„გეოფლაუერი“, რომელიც ხილისა და სამკურნალო მცენარეების გადამუშავებით, ასევე ორგანული მთის ჩაის წარმოებით არის დაკავებული, მალე უნარჩენო წარმოებაზე გადავა. ამის შესახებ bm.ge-სთან კომპანიის დამფუძნებელმა ისაუბრა.

გოჩა ძნელაძის თქმით, ისინი მზის პანელებს ამონტაჟებენ. გარდა ამისა წლის ბოლომდე „გეოფლაუერი“ საკუთარი ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ (კომპოსტი) საწარმოს აამოქმედებს, რომლის საშუალებითაც ორგანულ სასუქს მიიღებენ და თავისივე პლანტაციებში გამოიყენებენ.

„უკვე შევიძინებთ 110 კვტ-ის მზის პანელები, რომელსაც ახლა ვამონტაჟებთ, ჩვენ მიერ ნაწარმოები ჩაი განახლებადი ენერგიით იქნება მიღებული, ასევე წლის ბოლომდე კომპოსტის მოწყობაც დასრულდება. ჩვენი მიზანია „გეოფლაუერი“ გახდეს კომპანია 0%-იანი CO2 ემისიით“,- აცხადებს გოჩა ძნელაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები