მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GWP ქეთევან დედოფლის გამზირზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე 4.4 მლნ ლარს დახარჯავს

61ee9b55c93c8
BM.GE
24.01.22 16:25
887
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების სისტემის გასაახლებლად მასშტაბური სამუშაოები დაიწყო. კომპანიის გავრცელებლი ინფორმაციით, პროექტის მიმდინარეობისას ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე სრულად განახლდება 5,5 კმ სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების ქსელი.

,,წყალმომარაგების სისტემის გასაახლებლად მასშტაბურ საუშაოებს რამდენიმე ეტაპად შევასრულებთ. საწყის ეტაპზე ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები ავლაბრის მოედნიდან თელავის ქუჩამდე პარალელურად სამ მონაკვეთზე 24 საათიან რეჟიმში იმუშავებენ. შეიცვლება 1.8 კმ სიგრძის წყალსადენისა და 1.1 კმ სიგრძის წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი. განახლებულ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, წყლის წნევის რეგულატორები, ჰიდრანტები და ჭები მოეწყობა. პირველი ეტაპის სამუშაოები 3 თვეში დასრულდება “- აცხადებს ირაკლი ბაბუხადია, ჯივიპის გენერალური დირექტორი.

ქეთევან დედოფლის გამზირის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ჯივიპის 2022 წლის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია. სარეაბილიტაციო პროექტში ჯივიპი 4,4 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები